
“მეწარმეთა შესახებ კანონის სიახლეები/უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა“


ტრენერი/სპიკერი: ნინო ბაქაქური – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრი, საქართველოს წარმომადგენელი მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში (CEPEJ)

კურსის ხანგრძლივობა 6 საათი

კურსი იმართება არასამუშაო დღეს.

მოქმედებს საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადება

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ერთი კომპანიიდან ტრენინგს 2 მონაწილე ან მეტი დაესწრება, კომპანია ისარგებლებს 10 %_იანი ფასდაკლებით

სამეწარმეო სამართლის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოიცავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის განხილვას შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:

ურთიერთობები საწარმოს პარტნიორებს შორის – მეწარმეთა შესახებ ახალი კანონისა და უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის მიხედვით;

პარტნიორის გასვლა/გარიცხვა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები;

პარტნიორთა წილების გამოსყიდვა სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის დროს;

პარტნიორის სარჩელის საფუძველზე საწარმოს დაშლის დროს საწარმოს წილის სამართლიან ფასად გამოსყიდვის უფლება;

სამეწარმეო სამართლის მმართველი ორგანოები;

საწარმოს ხელმძღვანელთა ზრუნვის მოვალეობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში;

საწარმოს ხელმძღვანელთა ერთგულების მოვალეობა და მისი დარღვევის ფორმები;

ერთგულების მოვალეობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში;

დერივაციული სარჩელები და სასამართლო პრაქტიკა

კურსის დასასრულს:

მონაწილეებს ექნებათ დეტალური ინფორმაცია “მეწარმეთა შესახებ” კანონით შემოთავაზებული სიახლეების, ევროკავშირის დირექტივების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილებების შესახებ;

ტრენინგის ბოლოს მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან დამატებითი კითხვები;

ტრენინგი ჩატარდება შერეული ფორმატით, როგორც ადგილზე დასწრებით ისე ონლაინ ფორმატით, (Zoom)-ის პლატფორმის მეშვეობით