მეწარმეთა შესახებ კანონის სიახლეები
🔴 “მეწარმეთა შესახებ კანონის სიახლეები/უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა“ 🔴
👩 ტრენერი/სპიკერი: ნინო ბაქაქური – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრი, საქართველოს წარმომადგენელი მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში (CEPEJ)
⏱️ კურსის ხანგრძლივობა 6 საათი
⏱️ კურსი იმართება არასამუშაო დღეს.
💰 მოქმედებს საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადება
✔️ შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ერთი კომპანიიდან ტრენინგს 2 მონაწილე ან მეტი დაესწრება, კომპანია ისარგებლებს 10 %_იანი ფასდაკლებით
📌 სამეწარმეო სამართლის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოიცავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის განხილვას შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:
✅ ურთიერთობები საწარმოს პარტნიორებს შორის – მეწარმეთა შესახებ ახალი კანონისა და უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის მიხედვით;
✅ პარტნიორის გასვლა/გარიცხვა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები;
✅ პარტნიორთა წილების გამოსყიდვა სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის დროს;
✅ პარტნიორის სარჩელის საფუძველზე საწარმოს დაშლის დროს საწარმოს წილის სამართლიან ფასად გამოსყიდვის უფლება;
✅ სამეწარმეო სამართლის მმართველი ორგანოები;
✅ საწარმოს ხელმძღვანელთა ზრუნვის მოვალეობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში;
✅ საწარმოს ხელმძღვანელთა ერთგულების მოვალეობა და მისი დარღვევის ფორმები;
✅ ერთგულების მოვალეობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში;
✅ დერივაციული სარჩელები და სასამართლო პრაქტიკა
❗️❗️❗️შენიშვნა: პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით და რეგისტრანტების კონტიგენტიდან გამომდინარე შესაძლებელია საკითხები დაკორექტირდეს.
🎯 კურსის დასასრულს:
✅ მონაწილეებს ექნებათ დეტალური ინფორმაცია “მეწარმეთა შესახებ” კანონით შემოთავაზებული სიახლეების, ევროკავშირის დირექტივების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილებების შესახებ;🔴 ტრენინგის ბოლოს მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან დამატებითი კითხვები;
🎯ტრენინგი ჩატარდება შერეული ფორმატით, როგორც ადგილზე დასწრებით ისე ონლაინ ფორმატით, (Zoom)-ის პლატფორმის მეშვეობით

Tags

education